ბლოკადის მიუხედავად აშშ-მა კუბაში რუსული ტანკერის შესვლას ხელი არ შეუშალა

აშშ-მა რუსულ ტანკერს "ანატოლი კოლოდკინს" კუბის სანაპიროსთან მისვლის საშუალება მისცა.

ჩაშლილად: კუნძულის ბლოკადის მიუხედავად 730 000 ბარელი ნავთობით დატვირთული გემი კუბაში ჩავიდა.

  • The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანაპირო დაცვის ორმა ამერიკულმა გემმა ტანკერი არ გააჩერა.
  • მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაზე ნავთობის გაგზავნის "წინააღმდეგი არ არის".
  • "მე მათ ვუთხარი: თუ რომელიმე ქვეყანას სურს კუბაზე ნავთობი გაგზავნოს, ამასთან პრობლემა არ მაქვს. სულ ერთია რუსეთი იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანა. ამას არანაირი გავლენა არ ექნება, კუბის ამბავი დასრულებულია". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კონტექსტი: აშშ-ს მიერ კუბის ბლოკადა მიმდინარე იანვრიდან გრძელდება. 

  • ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებიდან მცირე დროში, ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა ნავთობს ვეღარ მიიღებს. 
  • განცხადებიდან რამდენიმე კვირაში ტრამპმა კუბაში ნავთობის შემტან ქვეყნებს ტარიფები დაუწესა.
  • ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის მხრიდან დათმობა ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება და აშშ-ს კუბის გამო რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ სურს.

წინარე ისტორია: 18 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა კრემლში კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგეს პარილიო მიიღო. 

  • შეხვედრას ასევე ესწრებოდა "როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი.
  • 19 მარტს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კუბა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც რუსეთიდან ნავთობის ყიდვა ეკრძალებათ.
  • საპასუხოდ 25 მარტს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ყიდის ნავთობს, ხოლო გაგზავნილი ტანკერი ჰუმანიტარული დახმარებაა.

მსგავსი სიახლეები