ტრამპი: ომი დასრულების გეგმაზე ირანის პასუხი არ მომწონს
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანის პასუხი ვაშინგტონის მიერ წარდგენილ ომის დასრულების 14-პუნქტიან გეგმაზე ირანის პასუხი "შეუსაბამოა."
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Axios-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
- ამერიკის ადმინისტრაცია ომის დასრულების მემორანდუმზე თეირანის პასუხს 10 დღე ელოდებოდა.
- "მე არ მომწონს მათი წერილი, ის შეუსაბამოა, მე არ მომწონს მათი პასუხი"- ამბობს ამერიკელი პრეზიდენტი, თუმცა კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს.
ჩაშლილად: საუბარია 1-გვერდიან მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც ომი დასრულებულად გამოცხადდებოდა და დაიწყებოდა მოლაპარაკებების 30-დღიანი პერიოდი, მათ შორის ბირთვული პროგრამის საკითხზე.
- უცნობია ირანული პასუხის შინაარსი და უთანხმოების პუნქტები, თუმცა დასავლურ მედიაში გავრცელებული ამერიკული გეგმის არაერთი პუნქტი არღვევდა ისლამური რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ ე.წ. წითელ ხაზებს.
- მათ შორის იყო მოთხოვნა, რომ ირანის გამოეცხადებინა 20-წლიანი მორატორიუმი ურანის გამდიდრებაზე და უარი ეთქვა უკვე გამდიდრებული ურანის მარაგზე.
დიდი სურათი: Axios-თან საუბარში ტრამპს არ დაუკონკრეტებია აგრძელებს თუ არა ვაშინგტონი მოლაპარაკებებს და ხომ არ განიხილავს საომარი მოქმედებების განახლებას.
- ამერიკელმა პრეზიდენტის თქმით, ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერს ესაუბრა ტელეფონით და სხვა საგნებთან ერთად ირანის პასუხიც განიხილეს.
- "კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ირანთან მოლაპარაკებების საკითხი მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არავისი სხვისი"- თქვა ტრამპმა.
კონტექსტი: 8 აპრილის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, უკვე 13 აპრილს დონალდ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადის დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება.
- საზღვაო ბლოკადის მიუხედავად ირანს კვლავ ბლოკირებული აქვს ჰორმუზის სრუტე, ხოლო გასულ კვირაში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ოპერაცია "თავისუფლებას" ისლამურმა რესპუბლიკამ ტანკერების მიმართ ცეცხლით და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბომბვით უპასუხა.
- სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა დონალდ ტრამპმა ოპერაციის შეჩერებით და ეს ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესით ახსნა - ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია კვლავ უკიდურესად შეზღუდულია.
სიღრმისეულად: WaPo: დაზვერვის მონაცემებით ირანი საზღვაო ბლოკადას მინიმუმ 3-4 თვე გაუძლებს