რუბიო და უიტკოფი ირანზე სალაპარკოდ კატარის პრემიერს შეხვდნენ
მაიამიში, მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი კატარის პრემიერ-მინისტრს, მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდნენ - მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Axios ავრცელებს - გამოცემის ცნობით, კატარი სულ უფრო ხშირად ასრულებს თეირანთან საკვანძო შუამავლის ფუნქციას.
- ალ-თანი გასულ პარასკევს ვიცე-პრეზიდენტ ვენსსაც შეხვდა, რის შემდეგაც დოჰაში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ბოლო მომენტში გეგმა შეცვალა და მაიამისკენ გაემართა.
- წყაროების ცნობით, მთავარი თემა ირანთან ომის დასრულების შესახებ 1-გვერდიანი მემორანდუმის ტექსტის შეთანხმებაა, რომელზე პასუხიც ვაშინგტონის ჯერჯერობით არ მიუღია.
ჩაშლილად: მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეებში თეირანსა და ვაშინგტონს შორის მთავარ შუამავლად პაკისტანი მოგვევლინა, წყაროების ცნობით, კატარელები მთელი ეს პერიოდი აქტიურად მუშაობდნენ კულისებს მიღმა.
- Axios-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრ სახლში კატარელებს "განსაკუთრებით ეფექტურ" მომლაპარაკებლებად მიიჩნევენ.
- ასევე, ცნობილია, რომ მაიმიში ყოფნისას კატარის პრემიერმა სატელეფონო საუბარი გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
კონტექსტი: შეთანხმების მისაღწევად პაკისტანის და კატარის გარდა აქტიურად მუშაობენ ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი.
- "შუამავლები დაჟინებით მოუწოდებენ მხარეებს ვითარების განმუხტვისა და შეთანხმების გაფორმებისკენ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
სიღრმისეულად: Axios: ირანი და აშშ ომის დასასრულებლად 1-გვერდიან მემორანდუმზე მუშაობენ