WaPo: დაზვერვის მონაცემებით ირანი საზღვაო ბლოკადას მინიმუმ 3-4 თვე გაუძლებს

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, ირანი არსებული პრობლემების მიუხედავად შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ საზღვაო ბლოკადას კიდევ სულ ცოტა 3-4 თვის განმავლობაში გაუძლებს, სანამ ვითარება მკვეთრად გაუარესდება. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (СIA) ანგარიშზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს

  • ამავე ანგარიშის მიხედვით, ირანი კვლავ ინარჩუნებს ომამდე არსებული ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და გამშვები დანადგარების დაახლოებით 70%-ს. ასევე ათასობით იაფფასიან დრონს. 

  • СIA-ის ცნობით, ირანელებმა შეძლეს რაკეტების წარმოების ციკლის დაჩქარება და ასევე დაზიანებული გამშვები დანადგარების შეკეთება. 

ჩაშლილად: საყურადღებოა, რომ ამერიკული დაზვერვის შეფასებები ირანის მდგრადობის რეზერვთან დაკავშირებით ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის, რომელიც კვლავაც იმაზე საუბრობს, რომ ირანელებს "ძალიან სურთ" შეთანხმება. 

  • ანგარიში, ასევე ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის მიერ საზღვაო ბლოკადის ეფექტურობასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს - დაზვერვის მონაცემებით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად თეირანი არსებულ დონეზე ვითარების შენარჩუნებას სულ ცოტა 3-4 თვე შეძლებს. 

  • გარდა ამისა, CIA-ში შიშობენ, რომ საზღვაო ბლოკადის გაგრძელების პარალელურად ირანელები ადაპტირდებიან და გაზრდიან ნავთობის სახმელეთო ექსპორტს, მათ შორის რკინიგზის მეშვეობით ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით. 

კონტექსტი: 7 მაისს ჰორმუზის სრუტეში აშშ-სა და ირანის კონფრონტაცია კიდევ ერთხელ გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, როდესაც ირანელებმა ამერიკულ გემებს შეუტიეს, ხოლო აშშ-მა საჰაერო დარტყმები მიიტანა კუნძულზე კემშზე. 

  • გასულ დღეებში ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ახალი ოპერაციის (Project Freedom) დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ამერიკული გემები გაუძღვებოდნენ სავაჭრო გემებს და დაეხმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთაში.

  • ტრამპის ინიციატივას ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავი გემების მიმართ ცეცხლის გახსნითა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე სარაკეტო შეტევით უპასუხა.

მსგავსი სიახლეები