ინფლაცია ამერიკაში უკანასკნელი 3 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

ინფლაციის მაჩვენებელი ამერიკაში უკანასკნელი 3 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა - ფასების ზრდა უმთავრესად ირანში მიმდინარე ომის გამო ნავთობის გაძვირებით არის გამოწვეული.

ვითარების არსი: ფედერალური მთავრობის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურ ჭრილში 3.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო მარტან შედარებით 3.5%-ით. 

  • ამავე მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის 40% გაძვირებულ ნავთობს უკავშირდებოდა. 

ჩაშლილად: 0.5%-ით გაიზარდა ფასები საკვებზე, რაც გასული თვეების განმავლობაში ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

  • აპრილის განმავლობაში საწვავი ამერიკის შეერთებულ შტატებში დამატებითი 4%-ით გაძვირდა, ჯამურად ირანთან ომის დაწყების შემდეგ ზრდა დაახლოებით 20%-ია. 

  • დაახლოებით 3%-ით გაძვირდა ფრენის ბილეთები. 
  • ეკონომისტების შეფასებით, ნავთობზე მაღალი ფასების ეფექტი დანარჩენზე პროდუქცია ეხლა იწყებს გავლენის მოხდენას და მისი ამ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში თითქმის ყველა სხვა სექტორსა და ინდუსრიას შეუქმნის პრობლემას. 

კონტექსტი: გარდა ამისა, მზარდი ინფლაცია გაართულებს საბაზისო განაკვეთების შემცირებას, რაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო და რის გაკეთებასაც ფედერალური რეზერვის მმართველის პოსტზე მის მიერ შერჩეული კევინ უორშისგან ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები