ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - პეკინსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გასული 48 საათის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა.
ტარიფების მიღმაც, ეს ტრამპის ადმინისტრაციისა და ჩინეთის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება, მას შემდეგ, რაც ტრამპის ინაუგურაციას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო.
გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მხრიდან დაწესებული უპრეცედენტოდ მაღალი ტარიფების ფონზე ჩინეთის ინდუსტრიული აქტივობის მაჩვენებლები 2023 წლის შემდეგ მინიმალურ დონემდე შემცირდა.
გეგმის მიხედვით, აშშ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს გააფორმებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩინურ კომპანიებს საკუთარ ტერიტორიაზე ბაზირებას აუკრძალავენ - ასევე ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ჩინური პროდუქციის საკუთარი ტერიტორიიდან ექსპორტზე.
"სავაჭრო ომს და ტარიფებს არ ეყოლება გამარჯვებული, ხოლო პროტექციონიზმი ჩიხში შეგვიყვანს"- ნათქვამია სი ძინფინგის ავტორობით მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც არ არის უშუალოდ ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატები ან დონალდ ტრამპი.