სავაჭრო ომი - ჩინეთმა აშშ-ს საპასუხო 84%-იანი ტარიფები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ჩინეთი ამერიკულ იმპორტზე 84%-იან ტარიფს აწესებს. 

State Of Play: ეს 2 აპრილს დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული სავაჭრო ომში ჯერჯერობით ბოლო ესკალაციაა. ეკონომისტების აზრით, ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების დაწესება ყველაზე მეტად ამერიკელ ფერმერებს დააზარალებს. 

  • აშშ-ს მიერ ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჯამური მოცულობა ბოლო მონაცემებით 145 მილიარდი დოლარია - ამ მოცულობის დიდი ნაწილი მარცვლეულსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზე მოდის. 

Big Picture: 9 აპრილიდან ძალაში შევიდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები და ამჟამად ჩინური პროდუქციაზე მოქმედი სავაჭრო ტარიფის მოცულობა 104%-ს შეადგენს. 

  • ჩინეთთან სავაჭრო ომი ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში 10%-იანი ტარიფის დაწესებით წამოიწყო, მიზეზად ჩინეთიდან ამერიკაში ფენტანილის შემოდინება დასახელდა. 

  • მოგვიანებით, ტრამპმა ტარიფები 20%-მდე გაზარდა, ხოლო 2 აპრილს 34%-მდე. გადაწყვეტილებას ჩინეთმა სარკისებურად უპასუხა, რასაც ტრამპის მუქარა მოჰყვა, რომ ახლადდაწესებული ტარიფების შენარჩუნების შემთხვევაში ბაჟს 50%-ით გაზრდიდა. 

Context: ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ უარი თქვა ტრამპის მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ. 

  • ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომების მიღების შემდეგ, საფონდო ბირჟების ინდექსი, რომელიც ბოლო საათებში სტაბილიზაციას ავლენდა, ვარდნა გააგრძელა. 

  • კლებას აგრძელებს ნავთობის ფასი - საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ფასი 56 დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

  • კლებას აგრძელებს აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსიც, რომელიც რეცესიული მოვლენებისას ყველაზე უსაფრთხო დაბანდებად მიიჩნევა. 

 

მსგავსი სიახლეები