ჩინეთმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ფასები 10-ჯერ გააძვირა
გასული წლების განმავლობაში ჩინელმა მწარმოებლებმა დაახლოებით 10-ჯერ გაუძვირეს პროდუქცია კლიენტებისთვის რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსიდან, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის.
ვითარების არსი: ამის შესახებ ფინეთის ბანკის (Bofit) განვითარებადი ეკონომიკების შესწავლის ინსტიტუტის მონაცემები მეტყველებს, რომელიც Financial Times განკარგულებაში აღმოჩნდა.
- Bofit-ის მონაცემებით, 2021-2024 წლებში საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციაზე რუსეთისთვის ფასები 87%-ით არის გაზრდილი, ხოლო სხვა ქვეყნებისთვი იმავე პროდუქცია ფასის ზრდა 9%-ს არ აღემატება.
- ექსპერტების შეფასებით, ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აისახება ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო მოცულობაზე და ნომინალური ზრდის მიუხედავად ხშირად რუსეთის მიერ ფიზიკურად იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა არ იზრდება, რიგ შემთხვევებში კი მცირდება კიდეც.
ჩაშლილად: სანქციებს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი რუსეთისთვის თურქეთშიც მნიშვნელოვნად გაძვირდა, საუბარია დაახლოებით 25-55%-მდე მატებაზე.
- ჯამურად 2021-24 წლებში სანქცირებული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი რუსეთს 75%-ით გაუძვირდა.
დიდი სურათი: კვლევის ავტორების შეფასებით სანქციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და გაუძვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტი.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩინელი მწარმოებლების გამოყენებით შეძლო სანქციებისთვის გვერდის ავლა და შეიარაღების წარმოების გაზრდა, ეს კრემლს გაცილებით ძვირად დაუჯდა.
კონტექსტი: Financial Times-თან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დასავლეთს სურს სრულად მოწყვიტოს რუსეთი სანქცირებული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას, მაგრამ ამ პროდუქციის გაძვირებას მისაღები რეზულტატია.
- "თუ თქვენ ახერხებთ პროდუქცია 80%-ით გააძვიროთ, თქვენ თითქმის ანახევრებთ იმ პროდუქციის მოცულობას, რომლის შეძენაც მათ შეუძლიათ"- ამბობს ჩინოვნიკი.