Reuters: ტრამპი მადუროს ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიან ვადას აძლევდა
21 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა ვენესუელის დიქტატორს, ნიკოლას მადუროს ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიანი ვადა მისცა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- გამოცემის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბარში მადურომ გამოხატა მზაობა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ოჯახთან ერთად წასულიყო ქვეყნიდან, თუმცა სანაცვლოდ დაწესებული საქნციების გაუქმებას და სამართლებრივი ამნისტიის გარანტიას ითხოვდა.
- საუბარია ახლო გარემოცვის დაახლოებით 100 წევრზე.
- წყაროების ცნობით, ტრამპმა არ დააკმაყოფილა მადუროს მოთხოვნა და მას ქვეყნის დასატოვებლად 1-კვირიანი ვადა მისცა, რომელიც 28 ნოემბერს ამოიწურა.
- სწორედ ამ დღეს გამოაცხადა ტრამპმა ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.
დიდი სურათი: Reuters-ის ცნობით, მადუროს გუნდმა ტრამპთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ითხოვა, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს.
- გასულ კვირებში გაგრძელდა კარიბის ზღვის აუზში გადაყვანილი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების გაძლიერება.
კონტექსტი: Financial Times ჯერ კიდევ ოქტომბერში წერდა, რომ ვენესუელის ირგვლივ ამერიკის სამხედრო კონცენტრაციის ზრდის მიზანი მადუროს რეჟიმის დამხობაა.