"ბოლომდე ვიბრძოლებთ"- ჩინეთი არ აპირებს ტრამპის მოთხოვნის შესრულებას

ჩინეთი არ აპირებს დონალდ ტრამპის მოთხოვნის შესრულებას გააუქმოს ამერიკულ იმპორტზე დაწესებული საპასუხო 34%-იანი ტარიფები - ამერიკელი პრეზიდენტი უარის შემთხვევაში ჩინურ პროდუქციაზე დამატებითი 50%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრებოდა. 

State Of Play: ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. 

  • "თუ კი ამერიკული მხარე გააგრძელებს სვლას არასწორი გზით ჩინეთი მზად არის ბოლომდე იბრძოლოს"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ამავე სამინისტროს პრესსპიკერმა ვაშინგტონი შანტაჟში დაადანაშაულა - "ეს არის შეცდომა, შეცდომის შემდეგ, ჩინეთი ამას არადროს მიიღებს"- ნათქვამია ჩინოვნიკის პოსტში. 

Big Picture: 2 აპრილს, რომელსაც თავად პრეზიდენტი ტრამპი "ამერიკის გათავისუფლების დღეს" უწოდებს აშშ-მ სავაჭრო ტარიფები დაუწესა სულ 185 ქვეყანას. მათ შორის ევროკავშირიდან იმპორტზე 20%, ჩინეთიდან იმპორტზე 34%, ინდოეთიდან 40%. 

  • ამერიკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ტარიფები სარკისებურია, თუმცა რეალურად ანგარიში ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტის მონაცემებით გამოითვალეს. 

Context: ტრამპის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომს გლობალური საფონდო ინდექსების მკვეთრი კლება, დოლარის კურსის დასუსტება, უმსხვილესი კომპანიებისა და უმდიდრესი ადამიანების კაპიტალიზაციის შემცირება და ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი კლება მოჰყვა.  

მსგავსი სიახლეები