FT: დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას ხვდება
აშშ-ს სახმელეთო არმიის მინისტრი არაბთა გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს მართავს რუსეთის დელეგაციასთან.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, დრისკოლმა რუსეთის დელეგაციასთან პირველი შეხვედრა 24 ნოემბერს გამართა, მეორე შეხვედრა დღესაა დაგეგმილი.
- "შეხვედრაზე უნდა განიხილონ სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკებების დაჩქარება"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, რუსეთის დელეგაციასთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ცნობილი იყო უკრაინული მხარისთვის.
- პარალელურად დრისკოლს დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურთან, კირილო ბუდანოვთან.
- FT-ისთვის უცნობია დელეგაციების შემადგენლობა, ასევე უცნობია იგეგმება თუ არა სამმხრივი შეხვედრები: აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით.
დაეწიე ამბავს: გასულ კვირას სწორედ დენ დრისკოლმა ჩაიტანა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა კიევში.
- მოგვიანებით დრისკოლი მონაწილეობდა ჟენევაში გამართულ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც 28-პუნქტიანი გეგმა 19 პუნქტამდე შემცირდა.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიღწეული პროგრესის შესახებ განაცხადეს.
- დასავლური მედიების ცნობით, გეგმის ყველაზე სენსიტიური მნიშვნელოვანი პუნქტები, მათ შორის ტერიტორიულ და ნატოს წევრობის საკითხი პრეზიდენტ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირად შეხვედრაზე გადაწყდება.