სი ძინფინგი: სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ეყოლება

ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომებს და განაცხადა, რომ პროცესს ვერ ეყოლება გამარჯვებული - მისი თქმით, მსოფლიომ უნდა შეინარჩუნოს მრავალმხრივი, თავისუფალი სავაჭრო სისტემები. 

State Of Play: ამის შესახებ საუბარია სი ძინფინგის მიერ დაწერილ სტატიაში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 3 ქვეყანაში ვიზიტების სერიის დაწყებამდე გამოქვეყნდა. ჩინეთის ლიდერის ტური ვიეტნამიდან იწყება. 

  • "სავაჭრო ომს და ტარიფებს არ ეყოლება გამარჯვებული, ხოლო პროტექციონიზმი ჩიხში შეგვიყვანს"- ნათქვამია სი ძინფინგის ავტორობით მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც არ არის უშუალოდ ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატები ან დონალდ ტრამპი. 

Big Picture: კომენტატორების ცნობით, ტრამპის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომსა და უპრეცედენტოდ მაღალ ტარიფებზე მოზომილი რეაქციით ჩინეთის ლიდერი ცდილობს პასუხისმგებლიან ლიდერად პოზიციონირდეს, რომელიც არსებული გლობალური ვაჭრობის სისტემის შენარჩუნების მომხრეა. 

  • 2 აპრილს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან ე.წ. სარკისებური ტარიფები დააწესა - ამას ამერიკელმა პრეზიდენტმა "გათავისუფლების დღე უწოდა. 

Context: საფონდო ბირჟების ინდექსების, უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისა და აშშ-ს ხაზინის ობლიგაციების კლების შემდეგ ტრამპმა ტარიფების მოქმედება 90 დღით შეაჩერა, ერთადერთი გამოონაკლისი, რომელთანაც დაწესებული ტარიფები კვლავ მოქმედებს ჩინეთია. 

  • ამ დროისთვის ჩინურ პროდუქციაზე ამერიკაში 145%-იანი ტარიფი მოქმედებს, ხოლო ამერიკულ პროდუქციაზე ჩინეთში 125%. 

  • გასულ უქმეებზე ტრამპმა დროებით შეაჩერა ტარიფების მოქმედება ჩინეთიდან იმპორტირებულ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე. 

  • ამასთანავე, ამერიკელი პრეზიდენტი ამბობს, რომ მომდევნო კვირას ტარიფებს დააწესებს ჩინეთიდან იმპორტირებულ ნახევარგამტარებსა და კომპიუტერულ ჩიპებზე. 

 

მსგავსი სიახლეები