ტრამპი ამერიკელებს "რთული დროების" შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მის მიერ პირველ აპრილს გამოცხადებული სავაჭრო ტარიფები რთული მაგრამ აუცილებელი ეკონომიკური რევოლუციაა, რომლის შედეგიც ისტორიული იქნება. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ზე წერს. ბოლო 24 საათში ამერიკის უმსხვილეს ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

  • "ეს ეკონომიკური რევოლუციაა, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ, მხნედ იყავით, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება"- წერს ტრამპი. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მის დაწესებული ტარიფების შედეგად ბევრად უფრო დიდი ზიანი მიიღო ჩინეთმა, ხოლო ამერიკაში ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების დაბრუნების ტემპი "არნახულია."

Big Picture: Wall Street Journal-მა დღევანდელ სარედაქციო სვეტში 2 აპრილს დაწყებული სავაჭრო ომის მთავარ ბენეფიციარად ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი გამოაცხადა. 

  • ავტორების აზრით, ტრამპის მიერ აზიელი პარტნიორებისთვის დაწესებული ტარიფები გააძლიერებს მათზე ჩინეთის გავლენას და დამოკიდებულებას. 

Context: 2 აპრილს, რომელსაც თავად პრეზიდენტი ტრამპი "ამერიკის გათავისუფლების დღეს" უწოდებს აშშ-მ სავაჭრო ტარიფები დაუწესა სულ 185 ქვეყანას. მათ შორის ევროკავშირიდან იმპორტზე 20%, ჩინეთიდან იმპორტზე 34%, ინდოეთიდან 40%. 

  • ამერიკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ტარიფები სარკისებურია, თუმცა რეალურად ანგარიში ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტის მონაცემებით გამოითვალეს. 

მსგავსი სიახლეები