ირანი მზადაა დათმობებისთვის, რათა აშშ-ის დარტყმა თავიდან აიცილოს - Reuters

ირანმა აშშ-ს მიანიშნა, რომ მზად არის დათმობებზე წავიდეს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სანქციების გაუქმებისა და ურანის გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ამ გზით ქვეყანა ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმის თავიდან აცილებას გეგმავს.

ვითარების არსი: ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა კვლავ არსებობს, მათ შორის აშშ-ის მკაცრი სანქციების შემსუბუქების მასშტაბებისა და თანმიმდევრობის საკითხებში.

  • თუმცა, Reuters პირველად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ირანი ახალ დათმობებს სთავაზობს აშშ-ს გასულ კვირას დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც ჩანდა, რომ მხარეებს შორის პოზიციები მკვეთრად განსხვავდებოდა და ისინი სამხედრო კონფლიქტს უახლოვდებოდნენ.

ჩაშლილად: ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი მეტყველებს თეირანის მცდელობაზე, შეინარჩუნოს დიპლომატიური ურთიერთობები და აღკვეთოს აშშ-ის მხრიდან ფართომასშტაბიანი დარტყმა.

  • ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თეირანი სერიოზულად განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც მაღალგამდიდრებული ურანის ნახევარი საზღვარგარეთ გაიგზავნება, ხოლო დარჩენილი ნაწილი გაზავდება.
  • მეტიც, ქვეყანა მზად არის მონაწილეობა მიიღოს ურანის გამდიდრების რეგიონული კონსორციუმის შექმნაში - ეს იდეა პერიოდულად ჩნდებოდა ირანთან დაკავშირებული დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს.
  • თუმცა, ირანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ თეირანი ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ აშშ აღიარებს ირანის უფლებას "ურანის მშვიდობიან გამდიდრებაზე" იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ეკონომიკური სანქციების გაუქმებას.

დაეწიე ამბავს: გარდა ამისა, ირანის ბირთვული საქმიანობის შესახებ მრავალწლიანი დავის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, თეირანმა ამერიკულ კომპანიებს შესთავაზა შესაძლებლობა, კონტრაქტორების სტატუსით შევიდნენ ირანის ენერგეტიკულ სექტორში.

  • "განხილული ეკონომიკური პაკეტის ფარგლებში, შეერთებულ შტატებს ასევე შესთავაზეს სერიოზული ინვესტიციების განხორციელებისა და ირანის ნავთობმრეწველობაში ეკონომიკური ინტერესების მიღების შესაძლებლობა," - განაცხადა ჩინოვნიკმა გამოცემასთან.
  • მან აღნიშნა, რომ ბოლო მოლაპარაკებებმა ხაზი გაუსვა მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებას, თუმცა ხაზო გაუსვა, რომ "შუალედური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს," რადგან მოლაპარაკებები გრძელდება.
  • "მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა აჩვენა, რომ აშშ-ის წარმოდგენა სანქციების მოხსნის მასშტაბებსა და მექანიზმზე განსხვავდება ირანის მოთხოვნებისგან. ორივე მხარემ უნდა შეათანხმოს სანქციების გაუქმების ლოგიკური გრაფიკი. ეს სამოქმედო გეგმა უნდა იყოს გონივრული და ეფუძნებოდეს ორმხრივ ინტერესებს," - შეაჯამა ჩინოვნიკმა.

დიდი სურათი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადების თანახმად, იგი ხუთშაბათს ჟენევაში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრას ელოდება. მან აღნიშნა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის "კარგი შანსი" კვლავ არსებობს.

მსგავსი სიახლეები