იანვრის აქციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ ირანში პირველი სტუდენტური პროტესტებია

გასული იანვრის მასშტაბური საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ ირანში პირველი სტუდენტური საპროტესტო აქციები გაიმართა. 

ვითარების არსი: დასავლური პრესის მიერ ვერიფიცრებულ კადრებზე ჩანს ქვეყნის უმსხვილესი უნივერსიტეტების კამპუსებში მიმდინარე საპროტესტო შეკრებები, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.

  • სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართა თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელშიც ახალი სასწავლო სემესტრი გასულ კვირას დაიწყო. 

  • ასევე, გავრცელდა მჯდომარე გაფიცვის კადრები თეირანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შაჰიდ ბეჰეშთისა და ამირ აქბარის საუნივერსიტეტო კამპუსებში. 

  • საპროტესტო შეკრება გაიმართა ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილეს ქალაქ, მეშჰედის უნივერსიტეტში. 

ჩაშლილად: გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დემონსტრანტების სკანდირებენ - "სიკვდილი დიქტატორს" და "თავისუფლება", ასევე ისმის მონარქისტული და საპროტესტო აქციის გაგრძელების მოწოდებები. 

  • თეირანში გადაღებულ კადრებში, ასევე ჩანს კონტრ-აქციაც, რომლის მონაწილეებს მხარს უჭერენ ისლამურ რესპუბლიკას. 

  • ჯერჯერობით უცნობია რა რეაგირება ჰქონდა ისლამური რესპუბლიკის ძალოვან უწყებებს. 

კონტექსტი: პარალელურად, რეგიონში ყოველდღიურად იზრდება ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის კონცენტრაცია. 

  • Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ამ მასშტაბის ამერიკული სამხედრო ძალა ბოლოს ერაყის ინტერვანციამდე იმყოფებოდა. 

  • გასულ დღეებში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს გადაწყვეტილების მისაღებად 10-14 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ცუდი რამეები მოხდება." 

მსგავსი სიახლეები