მასკი: ევროკავშირმა და აშშ-მ უტარიფო, თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შექმნან

პლანეტის უმდიდრესი ადამიანისა და აშშ-ს ფედერალური მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DoGE) კურატორის აზრით, ევროკავშირი და ამერიკა ერთმანეთთან ვაჭრობაზე ნულოვანი ტარიფები უნდა დააწესონ.
State Of Play: ამის შესახებ მასკმა ფლორენციაში, იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
- "ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ყველა შეთანხმდება იმაზე, რომ იდეალურ შემთხვევაში ევროკავშირი და ამერიკა ნულოვანი ტარიფების მოცემულობაზე გადავლენ. პრაქტიკულად უნდა შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის.
Big Picture: 2 აპრილს, რომელსაც თავად პრეზიდენტი ტრამპი "ამერიკის გათავისუფლების დღეს" უწოდებს აშშ-მ სავაჭრო ტარიფები დაუწესა სულ 185 ქვეყანას. მათ შორის ევროკავშირიდან იმპორტზე 20%, ჩინეთიდან იმპორტზე 34%, ინდოეთიდან 40%.
- ამერიკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ტარიფები სარკისებურია, თუმცა რეალურად ანგარიში ქვეყნებს შორის სავაჭრო დეფიციტის მონაცემებით გამოითვალეს.
Context: ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ელონ მასკთან მუშაობა სასიამოვნოა, თუმცა მალე ბიზნესმენს მოუწევს საკუთარი კომპანიების მართვას დაუბრუნდეს.
- "ვფიქრობ ის საოცარია, მაგრამ მას აქვს დიდი კომპანია, რომელსაც მართვა სჭირდება. გარკვეულ ეტაპზე ის საკუთარ კომპანიაში დაბრუნდება. მას ასე სურს"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
- მასკი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის შექმნის იდეის თანაავტორია. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, მასკი სპეციალური სახელმწიფო ჩინოვნიკია - სტატუსის მიხედვით ასეთი პირების დასაქმების მაქსიმალური ვადა 130 დღეა.
Go Deeper: ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპა უკვე აცნობა საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს, რომ მალე მასკი შეწყვეტს თეთრ სახლში მუშაობას. თავად თეთრი სახლმა ცნობებს "სისულელე" უწოდა.