პოზიტიური და კონსტრუქციული - რა ვიცით აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრებზე

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა 2-დღიანი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით - ეს არის პირველი პირდაპირი სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. 

ვითარების არსი: უკრაინული, ამერიკული და რუსული წყაროების ცნობით, შეხვედრებს არ ჩაუვლია უშედეგოდ და მოსალოდნელია, ამ ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელება. 

  • აბუ-დაბიში შეხვედრები 23 იანვარს დილის საათებში დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

  • უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და უსაფრთხოებისა და დაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი. 

  • ამერიკულ დელეგაციას დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი - ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იყო სახმელეთო ძალების მდივანი, დენ დრისკოლი. 

  • რუსულ დელეგაციას გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსი, იგორ კოსტიუკოვი - დელეგაციის თითეული წევრი თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენდა. 

ჩაშლილად: უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობდა და მათ შორის მოიცავდა ცალკეულ ჯგუფებს შორის შეხვედრებს. 

  • უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყებაში. 

  • "ეს პირველი მსგავსი ფორმატია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბევრი რამის განხილვა მოვასწარით და რაც მთავარია მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართა"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის მოხსენების შემდეგ. 

სტრიქონებს შორის: მოლაპარაკებების მთავარი თემა ტერიტორიები უნდა ყოფილიყო - ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების პარამატრები იყო.

  • "ძალიან ვაფასებთ პროცესზე ამერიკული მონიტორინგისა და კონტროლის აუცილებლობის აღქმას"- თქვა ზელენსკიმ - მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები ლიდერების დონეზე განისაზღვრება. 
  • გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის უკრაინული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები "კონსტრუქციული და პოზიტიური" და სავარაუდოდ ახალი რაუნდი მომდევნო კვირებში გაიმართება. 

  • მსგავს კომენტარი ჰქონდა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენეს Asociated Press-თან საუბარში. 

  • რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს წყაროების ცნობით, "შეხვედრებს უშედეგოდ არ ჩაუვლია" და არსებობს მომდევნო კვირას ახალი შეხვედრების ალბათობა. 

მსგავსი სიახლეები