ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი საბოლოოდ დაამტკიცა

 

ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა საბოლოოდ დაამტკიცა.

ვითარების არსი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგია უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

  • უკრაინის გაძლიერებასა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.
  • მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ევროპამ ორივე მიმართულებით წინ გადადგა ნაბიჯი.

დეტალურად: გამოყოფილი კრედიტი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას 2026-2027 წლებში უზრუნველყოფს.

  • ამასთანავე, ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი, რაც მიზნად ისახავს აგრესორი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმალურ შეზღუდვას.
  • აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ელჩებმა კრედიტსა და სანქციების პაკეტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც უნგრეთმა დაწესებული ვეტო მოხსნა.

უკრაინის პოზიცია: პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიევი ამ კრედიტის პირველ ტრანშს მაისის ბოლომდე ან ივნისის დასაწყისისთვის ელოდება.

  • მისი განმარტებით, აღნიშნული თანხები მიიმართება არმიის გაძლიერებისკენ, იარაღის წარმოების, პარტნიორებისგან დეფიციტური შეიარაღების შესყიდვისა და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის.
  • პარალელურად, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინული მხარის დარტყმების შესახებაც.
  • მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პასუხი რუსულ აგრესიაზე „სარკისებურია“ და მტრის დანაკარგები ათეულობით მილიარდს აღწევს, რაც რუსეთისთვის კრიტიკულია.
  • პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანში მიმდინარე ომმა რუსეთს ენერგომატარებლების გაძვირების ხარჯზე გარკვეული შემოსავალი მოუტანა, ამან მაინც ვერ შეძლო რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის სრულად შევსება.

კონტექსტი: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მანამდე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.

  • უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე თანხას ბლოკი მოხსნა; საპასუხოდ, ის უკრაინისგან მილსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენას ელოდება.

 


მსგავსი სიახლეები