პუტინთან გზავნილი მაქვს: ომი უნდა დასრულდეს - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა, რომელიც თითქმის 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ვითარების არსი: ამერიკელმა პრეზიდენტმა შეხვედრას ძალიან პოზიტიური უწოდა - ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრის მიწურულს პრეზიდენტებმა ცოტა ხანი Tête-à-tête ფორმატშიც ისაუბრეს.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს გზავნილი ვლადიმირ პუტინთან - "ომი უნდა დასრულდეს"- ამერიკელი პრეზიდენტის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- "ეს კარგი შეხვედრა იყო"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა.
დაეწიე ამბავს: ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა წინ უძღვის სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს მოსკოვში - დღეს საღამოს კრემლში ვლადიმირ პუტინი ტრამპის ემისრებს მიიღებს.
- წყაროების ცნობით, უკრაინამ და აშშ-მ პრაქტიკულად დაასრულეს დონალდ ტრამპის მიერ შედგენილი ე.წ. 20 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როგორია ამ დოკუმენტებზე კრემლის პოზიცია - პუტინის განცხადებები ნაკლებ ენთუზიამზე მიუთითებს.
კონტექსტი: უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება მხოლოდ 1 საკითხი, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ რომელ საკითხზეა საუბარი.
- "ჩვენ ეს საკითხი რამდენიმე სესიაზე განვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუ კი ორივე მხარეს ექნება მზაობა"- განაცხადა უიტკოფმა.
- დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ცნობით, მოსკოვის შემდეგ აბუ-დაბიში გაემართება სადაც სამუშაო ჯგუფების სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს.