პუტინის თქმით პატივს სცემს ტრამპის სიმამაცეს, თუმცა შეხვედრა ჯერ მოსამზადებელია

ვლადიმირ პუტინის თქმით, ის დიდ პატივს სცემს დონალდ ტრამპს, რადგანაც მან ძალიან რთული და საშიში გზა გაიარა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
State Of Play: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - პუტინმა ამგვარად ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომელიც ტრამპთან პირადი შეხვედრის შანსს ეხებოდა.
- "შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს დიდ პატივს ვცემ, მან ძალიან რთული, მძიმე და საშიში გზა გაიარა თეთრ სახლში დასაბრუნებლად"- ამბობს პრეზიდენტი.
- ამ კონტექსტში პუტინმა დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა ახსენა - "ის მამაცი ადამიანია, ეს აშკარაა."
Big Picture: პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დონალდ ტრამპს პირადად შეხვდეს, თუმცა "ჯერ საჭიროა ასეთი დონის მოლაპარაკებების მომზადება."
- მაისში პუტინმა უარი თქვა სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა ჩასულიყო თურქეთში და თავადაც ჩართულიყო დიპლომატიურ პროცესში.
- ცოტა ხნის წინ ამერიკელი პრეზიდენტის მზაობა დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმაც - მისი თქმით, ტრამპი მზადაა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს დაესწროს, თუ ვლადიმირ პუტინიც ჩამოვა.
- "მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის. ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპის საუბრობდა შეხვედრის შესაძლებლობაზე, მაგრამ მე დონალდ ტრამპის მსგავსად ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრების მომზადებაა საჭირო"- ამბობს პუტინი.
Сontext: რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის "ძალიან აფასებს" ამერიკელი პრეზიდენტის მცდელობას "დაასრულოს უკრაინული კრიზისი."