ზელენსკი: ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინისკენ 28 743 "შაჰედის" დრონი გაუშვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტს განუცხადა, რომ რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინისკენ 28 743 შაჰედის დრონი გაუშვა.
"სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა 28 743 შაჰედი გამოიყენა. მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში მათ უკვე 2 736 შაჰედი გაუშვეს. რუსეთი ამას ვერასდროს შეძლებდა, ირანის რეჟიმთან მისი კავშირების გარეშე. ჩვენ კი, უკრაინაში, ვერასდროს შევძლებდით ამ დრონების უმეტესობის ჩამოგდებას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე." - თქვა მან.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინი თავს იმართლებს, თითქოს არ ესმის, რა წესები განსაზღვრავს თანამედროვე სამყაროს.
"და აქ, ჰააგაში, მინდა ეს ძალიან ნათლად ვთქვა - პუტინისთვის. არსებობს წესი: 'არ მოკლა.' არსებობს წესი: 'არ იქცე ურჩხულად ხალხთან.' არსებობს წესი: 'არ დაწვა ქალაქები და სოფლები.' ასევე არსებობს წესი: 'არ გაამართლო და არ დააფინანსო ტერორიზმი.' არსებობს წესი: 'არ მოიტაცო ბავშვები.' და თუ ასეთ წესებს დაარღვევ, პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს," - აღნიშნა ზელენსკიმ.