The Economist: ГРУ ირანს სთავაზობდა დრონებს ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის

რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ყოფილი ГРУ) ირანს სთავაზობდა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას, ამერიკულ გემებზე და სამხედროებზე თავდასხმისთვის ირანში დესანტის გადასხმის შემთხვევაში. 

ვითარების არსი: ამის შესახებ The Economist რუსული დაზვერვის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. 

  • დოკუმენტში ნახსენებია 5 ათასი ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე მომუშავე დრონი და დაუზუსტებელი რაოდენობის შორეული მოქმედების დრონებზე. 

  • გარდა ამისა, რუსეთი დოკუმენტი გამოთქვამს მზაობას ამ ტექნოლოგიების გამოსაყენებლად გაწვრთნას ირანის მოქალაქეები. 

ჩაშლილად: დოკუმენტი არ არის დათარიღებული, თუმცა ჟურნალის წყაროს ცნობით, მაღალი ალბათობით საუბარია ირანში მიმდინარე ომის პირველი 6 კვირის განმავლობაშია შედგენილი - როდესაც ირანში ამერიკი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შანსი მაღალი იყო. 

  • ირანისთვის გაგზავნილ შეთავაზებაში ГРУ წერს, რომ ამერიკული გემები მოწყვლადები იქნებიან რუსეთის განკარგულებაში დრონების წინაშე. 

  • მოკლედ აღწერილია მეთოდიც - რუსეთი ირანს ურჩევს ერთდროულად 4-5 დრონი გამოიყენოს და ისინი სამიზნიდან 15-30 კილომეტრის დაშორებით აფრინოს. 

  • დოკუმენტში რუსეთის სამხედრო დაზვერვა, განმარტავს, რომ მათი მხრიდან დახმარების რესურსი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამოა შეზღუდული, თუმცა მათი აზრით მცირე დახმარებაც საკმარისი იქნება "გაართულოს" ამერიკული ოპერაცია. 

კონტექსტი: აქამდე დასავლური მედიები წერდნენ, რომ რუსეთი ირანს ძირითადად სატელიტური მონაცემებით ეხმარებოდა. 

მსგავსი სიახლეები