პუტინი: სომხეთმა სწრაფად უნდა აირჩიოს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა აირჩიოს ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირის წევრობას შორის. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს, სამხედრო აღლუმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. 

  • პუტინის თქმით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი "განსაკუთრებულ განხილვას" იმსახურებს. 

  • "საჭიროა, რომ უბრალოდ ყველაფერი დროულად ითქვას, როგორ მოიქცევიან. აქ არაფერია განსაკუთრებული. ყველაფერი დასათვლელია, უნდა დაითვალოს სომხურმა მხარემ და უნდა დავითვალოთ ჩვენც"- თქვა პუტინმა. 

ჩაშლილად: რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომდევნო სამიტზე განხილვის ერთ-ერთი თემაც იყოს. 

  • "მათი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანდით და წავიდოდით, ასე ვთქვათ რბილი, ინტელიგენტური გაყრის, ურთიერთმომგებიანი გაყრის გზით"- ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. 

  • ამასთანავე, პუტინის თქმით, რუს და სომეხ ხალხს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და რუსეთი "არ იქნება წინააღმდეგი" სომეხი ხალხის გადაწყვეტილების. 

კონტექსტი: ერთდროულად ევროკავშირშა და ევრაზიულ კავშირში წევრობის შეუძლებლობის შესახებ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს პუტინმა აპრილში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საჯაროდ განუცხადა. 

  • თემა რუსული პროპაგანდისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ კვირას ერევანმა ერთდროულად 2 ევროპულ სამიტს უმასპინძლა. 

  • 4-5 მაისს სომხეთში ჩატარდა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა და სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი. 

მსგავსი სიახლეები