BND: ნატოს გამოსაცდელად რუსეთი ესტონეთში მწვანე კაცუნების გაგზავნას განიხილავს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) გამოსაცდელად რუსეთი ესტონეთში ე.წ. მწვანე კაცუნების გაგზავნას განიხილავს - კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ მეხუთე მუხლს აღარ გააჩნია პრაქტიკული მნიშვნელობა. 

State Of Play: ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა ბრუნო კალმა Table Media-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. კალის თქმით, კრემლში არამხოლოდ განიხილავენ ასეთ ოპერაციას, არამედ აქტიური მზადებაც მიმდინარეობს - ამასთანვე BND-ს შეფი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ასეთი მოქმედებები. 

  • კალის თქმით, გერმანულ დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ კრემლში აღარ მიიჩნევენ "ვალიდურად" ნატოს მეხუთე მუხლით განსაზღვრულ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას. 
  • "ჩვენ სრულად დარწმუნებულები ვართ და ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი სადაზვერვო მონაცემები. უკრაინა მხოლოდ პირველი ნაბიჯია დასავლეთის მიმართულებით"- ამბობს კალი. 

Big Picture: BND-ს შეფის თქმით, საუბარია "ყირიმის მსგავს" სცენარზე, რომელიც არ უნდა გადაიზარდოს მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებაში ალიანსთან - ამგვარი ოპერაციის მიზანი შეერთებული შტატების მხრიდან მეხუთე მუხლის ერთგულების გამოცდაა. 

  • "ამისთვის მათ არ სჭირდებათ სატანკო არმიების გაგზავნა, საკმარისი იქნება ე.წ. მწვანე კაცუნების გაგზავნა თითქოს შევიწროებული რუსული უმცირესობის დასაცავად"- ამბობს კალი. 

  • ე.წ. ესტონური სცენარის შესაძლებლობაზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ ბუნდესვერის გენერალმა იურგენ-იოაჰიმ ფონ ზანდარტმა Tagesspiegel-თან ინტერვიუში - მისი თქმით, ეს ალიანსის გამოცდის ყველაზე რეალური სცენარია. 

  • ბრუნო კალის თქმით, მათ ინფორმაცია ამერიკელ კოლეგებსაც გადასცეს - "მადლობა ღმერთს, ისინიც ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებენ."

Сontext: 2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია შენიღბული და ამომცნობი ნიშნების გარეშე ნახევარკუნძულზე გამოჩენილი სამხედროების, ე.წ. მწვანე კაცუნების მიერ სახელმწიფო და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით მიმდინარეობდა. 

  • ვლადიმირ პუტინი თავდაპირველად უარყოფდა კავშირს მწვანე კაცუნებთან, თუმცა ყირიმში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებიდან მალევე რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ისინი რუსეთის სამხედრო დანაყოფები იყვნენ. 

Go Deeper: რუსეთის საინფორმაციო ომი უკრაინის წინააღმდეგ

 

 

მსგავსი სიახლეები