რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების და ძველი სანქციების გამკაცრების სანაცვლოდ დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტას და ჩინეთისთვის მინიმუმ 50%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას თხოვს.
მისასალმებელ სიტყვაში დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას წარმატებული უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულება უახლოესი 2 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.
მეტიც, უკრაინსკა პრავდას ცნობით, უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მოულოდნელმა დაანონსებამ ევროპელი ლიდერების შფოთვა და ღელვა გამოიწვია, თუმცა ბოლო დღეებში ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კვლავ დათბა.
ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა ბრუნო კალმა Table Media-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. კალის თქმით, კრემლში არამხოლოდ განიხილავენ ასეთ ოპერაციას, არამედ აქტიური მზადებაც მიმდინარეობს - ამასთანვე BND-ს შეფი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მოქმედებები.
არჩევნებში დანის გამარჯვებამ დაასრულა ექვსთვიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია წინა საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებამ რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო.