პუტინის თქმით, რუსეთი თავდაცვის ხარჯების შემცირებას აპირებს
.jpg)
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი მომდევნო წლებში თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს და ამბობს, რომ სწორედ სამხედრო-ინდუსტრიულის გაზრდილი დაფინანსება გახდა ინფლაციის ზრდის მიზეზიც.
State Of Play: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალსიტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- "ჩვენ ვგეგმავთ თავდაცვის ხარჯების შემცირებას, უკვე შემდეგი წლიდან, მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჯერჯერობით არ არის საბოლოო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს, ფინანსებისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, მაგრამ ყველა ამ მიმართულებით ფიქრობს"- განაცხადა პუტინმა.
- რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად რუსეთის დანახარჯები თავდაცვაზე 13.5 ტრილიონ რუბლს ხარჯავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6.3%-ია.
- "ეს არ არის ცოტა და ამის ფასი ჩვენ მაღალი ინფლაციით გადავიხადეთ, მაგრამ მას აქტიურად ვებრძვით"- ამბობს პუტინი.
Big Picture: ამასთანავე ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვითი ხარჯების გაზრდის გეგმები.
- "რა გამოდის ვინ ემზადება აგრესიული ქმედებებისთვის: ჩვენ თუ ისინი?"- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
- პუტინის თქმით, მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" რუსეთისთვის "საჭირო" შედეგით დასასრულებლად - "სწორედ ამას ემყარება ჩვენი გათვლები და არა აგრესიულ გეგმებს ნატოს ან ევროპის ქვეყნების მიმართ."
Context: გასულ დღეებში ჰააგაში გამართული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის სამიტზე მოკავშირეებმა შეათანხმეს თავდაცვის სექტორის დაფინანსების გრძელვადიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 2035 წლისთვის წევრი სახელმწიფოების დანახარჯები თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს უნდა გაუტოლდეს.
- ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაზრდილი შფოთვა შესამჩნევი იყო გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. ფორუმზე გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა "რეცესიის ზღვარზეა."
- ამავე ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "რეცესია დაუშვებელია."
Go Deeper: რუსი ბანკირები გაურესებულ ვითარებასა და კრიზისის გაზრდილ რისკზე მიუთითებენ