რუსი ბანკირები გაურესებულ ვითარებასა და კრიზისის გაზრდილ რისკზე მიუთითებენ

მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის რუსი ბანკირები და ფინანსისტები გაურესებულ ეკონომიკურ ვითარაბასა და ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გაზრდილ რისკებზე მიუთითებენ. 

State Of Play: ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს - გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მძიმე და სეერიოზულია, ვიდრე ამაზე საჯაროდ საუბრობენ. 

  • რუსეთის საბანკო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების შეფასებით, სისტემური საბანკო კრიზისი შესაძლოა უკვე მომდევნო 12 თვეში გამოვლინდეს. 

  • ქვეყნის უმსხვილესი ბანკების შფოთვის საფუძველი "გაფუჭებული" საცალო და კორპორაციული სესხების სწრაფად მზარდი მოცულობაა - მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო სულ უფრო მეტ მსესხებელს უჭირს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება. 

  • "საბანკო სფეროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები პირად საუბრებში ფინანსურ სექტორში შექმნილ ვითარებას საშიშს უწოდებენ და მიუთითებენ, რომ გარემო პირობების შეცვლის გარეშე მომდევნო წელს სრულმასშტაბიანი ფინანსური კრიზისის შანსი დიდია"- ნათქვამია მასალაში. 

Big Picture: წყაროების ცნობით, ოფიციალური მონაცემები არ ასახავს პრობლემის რეალურ მასშტაბს და სიმწვავეს - გამოცემის განკარგულებაში აღმოჩენილი შიდა დოკუმენტების მიხედვით სულ უფრო მეტი მსესხებელი იღებს გადავადებას საკუთარი კრედიტის მოსამსახურებლად. 

  • სპეციალისტების შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ სინამდვილეში გაფუჭებული სესხების რაოდენობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული. 
  • "გაფუჭებული სესხების მოცულობა შიდა დოკუმენტების მიხედვით, ტრილიონობით რუბლებს აღწევს"- ნათქვამია მასალაში. 

Сontext: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაზრდილი შფოთვა შესამჩნევი იყო გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. ფორუმზე გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა "რეცესიის ზღვარზეა.";

  • ამავე ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "რეცესია დაუშვებელია."
  • სტატიის ავტორების შეფასებით, საბანკო სფეროში შექმნილმა სირთულეებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს კრემლის უნარზე გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება. 

Go Deeper: ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთი ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა

 

მსგავსი სიახლეები