ნატოს ჯარების მეთაური: უკრაინამ ნაწილობრივ გადაჭრა ცოცხალი ძალის პრობლემა

ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის თქმით, უკრაინამ ნაწილობრივ გადაჭრა ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა - ქვეყანაში გაიზარდა მობილიზაციას დაქვემდებარებული ასაკობრივი ჯგუფის მოცულობა, ასევე გაუმჯობესდა მოხალისეთა რეკრუტირების სისტემა. 

State Of Play: ამის შესახებ კავოლიმ სენატის თავდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა. გენერლის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

  • კავოლის თქმით, პარალელურად სულ უფრო მწვავდება საოკუპაციო არმიაში ჯავშატექნიკისა და ცოცხალის ძალის უკმარისობის პრობლემა. 

  • "თავის მხრივ უკრაინელებმა ძალიან ძლიერი თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს, ისინი კარგად არიან გამაგრებულები და როგორც ჩანს ნაწილობრივ მაინც გადაჭრეს ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე ძალიან მწვავედ ვლინდებოდა."

  • მობილიზაციის ასაკის გაზრდის და მოხალისეთა სისტემის გაუმჯობესების გარდა, კავოლი აღნიშნავს, რომ შიდა გადალაგებების ფონზე გაიზარდა არსებული რესურსის გამოყენების ეფექტურობა და ზურგის სამხედრო ნაწილებიდან ფრონტზე გაგზავნილ ჯარისკაცთა რაოდენობა. 

Big Picture: კავოლის შეფასებით უკრაინა არ არის განწირული ომში დამარცხებისთვის, თუმცა ამასთანავე უახლოეს მომავალში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მასშტაბური იერიშზე გადასვლის შანსიც დაბალია. 

  • თავდაცვის კომიტეტში კავოლის დაბარების ერთ-ერთი წინაპირობა 28 თებერვალს თეთრ სალხში გამართული სკანდალური შეხვედრა გახდა

  • ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათისას ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა არაერთხელ ახსენა, რომ უკრაინას ცოცხალი ძალის ნაკლებობის სერიოზული პრობლემა აქვს. 

Context: უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზიდან ცნობილი ხდება, რომ მარტში საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში 9-თვიან მინიმუმამდე შემცირდა. 

  • საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში უკვე მეოთხე თვეა მცირდება - გასულ მარტში რუსეთის არმიამ უკრაინაში სულ 131 კვადრატული მეტრი დაიკავა, რაც გასული წლის ივნისიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

 

მსგავსი სიახლეები