მარტში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში 9-თვიან მინიმუმამდე შემცირდა

საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში უკვე მეოთხე თვეა მცირდება - გასულ მარტში რუსეთის არმიამ უკრაინაში სულ 131 კვადრატული მეტრი დაიკავა, რაც გასული წლის ივნისიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

State Of Play: ამის შესახებ უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზიდან ხდება ცნობილი. 

  • რუსეთს წინსვლის ყველაზე მაღალი ტემპი გასული წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც საოკუპაციო ჯარმა 725 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიაკავა. 

  • ამ დროიდან მოყოლებული წინსვლის ტემპი შესამჩნევად და ჯერჯერობით განუხრელად მცირდება: დეკემბერი - 401 კვ/კმ; იანვარი - 321 კვ/კმ; თებერვალი - 189 კვ/კმ. 

Big Picture: საოკუპაციო არმიის შენელების მთავარ ფაქტორად ჯავშან მანქანების პარკის საგრძნობ გამოფიტვას და ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სხვადასხვა უპილოტო საფრენი და სახმელეთო აპარატების გამოყენების ადაპტირებისა და ფართე დანერგვას უკავშირდება. 

  • სწორედ დრონებისა და სახმელეთო ძალების გამოყენების შეცვლილი ტაქტიკის შედეგად მოხერხდა საოკუპაციო არმიის შეტევის შეფერხება ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, რომელიც იერიშის მთავარი მიმართულებაა. 

  • უშუალოდ უკრაინაში წინსვლის შენელების მიუხედავად, საყურადღებოა, რომ მარტში რუსეთმა სრულად დაიბრუნა კონტროლი კურსკის ოლქში უკრაინული არმიის მიერ დაკავებული პლაცდარმი. საუბარია ჯამურად დაახლოებით 400 კვადრატულ კილომეტრზე. 

  • ამასთანავე კურსკის ოლქიდან გამოსვლის ფონზე უკრაინულმა არმიამ ახალი პლაცდარმი შექმნა ბელგოროდის ოლქში, სადაც საომარი მოქმედებების ფართობმა 15 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. 

კონტექსტი: ფრონტის ხაზზე სულ უფრო ხილვადი ჩიხის მიუხედავად, ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთის არმია ფლობს ინიციატივას ფრონტის მთელ გაყოლებაზე და ძალუძს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხება. 

 

მსგავსი სიახლეები