მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გერმანია უცხოეთში მუდმივ ბრიგადას განალაგებს

გერმანიამ უკვე ოფიციალურად დაიწყო საკუთარი სამხედრო დანაყოფების უცხო ქვეყანაში განთავსების პროცესი. საუბარია დაახლოებით 5 ათასიან ჯავშან-სატანკო ბრიგადაზე, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, ლიეტუვაში განლაგდება. 

State Of play: ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია უცხოეთში მუდმივ სამხედრო ბრიგადას განათავსებს. 

 

  • ბუნდესვერის ასოციაციის ცნობით, ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული 45-ე ჯავშან-სატანკო ბრიგადა ოფიციალურად დაიწყო სამხედრო სამსახური სპეციალურად ამისთვის ორგანიზებული ცერემონიის შემდეგ, რომელიც დისლოკაციის ქვეყანაში გაიმართა. 
  • ცერემონიაზე შეიქმნა დროებითი შტაბი, წარმოადგინეს ბრიგადის გერბი და ქვედანაყოფები უკვე ოფიციალურად იმყოფება საბრიგადო გენერლის, კრისტოფ ჰუბერის მეთაურობის ქვეშ. 

  • "ჩვენ გვაქვს მკაფიო მისია: ვუზრუნველვყოთ ჩვენი ლიეტუველი და ნატოს აღმოსავლეთ პარტნიორების მშვიდობა და უსაფრთხოება. ამით ჩვენ, ასევე ვიცავთ ნატოს",- განაცხადა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში გენერალმა ჰუბერმა. 

Big Picture: ლიეტუვაში მუდმივი სამხედრო ბრიგადის განთავსების შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 2023 წელს გამოაცხადა. მისი ცნობით, ბრიგადის დაკომპლექტების პროცესი 2027 წელს დასრულდება, ხოლო დისლოკაციის მუდმივი წერტილი ვილნიუსიდან დაახლოებით 30 კილომეტრში იქნება. 

  • ამ დროისთვის გერმანიაში სულ 150 გერმანელი ჯარისკაცი მსახურობს, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება. 

  • ბრიგადის დაკომპლექტების პარალელურად განთავსედა დამხმარე დანაყოფების, სამედიცინო დახმარებისა და კავშირის ცენტრები. 

Context: Politico-ს მასალაში ნათქვამია, ამგვარად გერმანია ემშვიდობება თავდაცვის პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში მიყვებოდა. "ეს გერმანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც შეძლებს მოიშოროს გადაუწყვეტელი სამხედრო მოთამაშის რეპუტაცია."

მსგავსი სიახლეები