მაია სანდუ ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

15 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიშინიოვში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს შეხვდა.  

State Of Play: მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაია სანდუმ და მარკ რიუტემ განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების ვითარება, მშვიდობის აღდგენის მცდელობები, ასევე თანამშრომლობა მოლდოვასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ახალი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა 2025 წლის იანვარში.

  • "მოლდოვა ნატოსთან 'პარტნიორობა მშვიდობისთვის' პროგრამის ფარგლებში 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, ეს თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციურ სტატუსს და ხელს უწყობს მოქალაქეთა უსაფრთხოების განმტკიცებას. ალიანსის მხარდაჭერა დაეხმარა მოლდოვას, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები კრიზისების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებაში, ინფორმაციისა და კიბერსივრცის დაცვაში," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

Big Picture: მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ, მარკ რიუტე 15 აპრილს ოდესას ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

  • ოდესაში რიუტემ მხარდაჭერა გამოხატა პრეზიდენტ ტრამპის სურვილის მიმართ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.  
  • მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს ურყევი მხარდაჭერა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
  • "უკრაინელმა ხალხმა ბევრი რამ განიცადა - არა მხოლოდ რუსეთის თავდასხმა სუმიზე ბზობის კვირას. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას საკუთარი თავის დასაცავად და მომავალი აგრესიის შესაკავებლად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად," - თქვა რიუტემ.

მსგავსი სიახლეები