ტრამპი: ნატოს ცუდი მომავალი ელის თუ ირანის წინააღმდეგ არ დაგვეხმარებიან
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ნატოს "ცუდი მომავალი" ელის, თუ მოკავშირეები არ დაეხმარებიან ამერიკას ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Financial Times-ისთვი მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
- "ეს მხოლოდ ლოგიკურია, რომ ხალხი, რომელიც სრუტის მთავარი ბენეფიციარია დაგვეხმაროს, რომ იქ არაფერი ცუდი არ მოხდეს. თუ პასუხს არ მივიღებთ, ან პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ ეს ნატოს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება"- თქვა ტრამპმა.
- ინტერვიუს წინ უძღოდა ამერიკელი პრეზიდენტის პოსტი, რომელშიც მოუწოდებდა საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს მიიღონ მონაწილეობდა სრუტის განბლოკვაში, რომლის გავლითაც ყოველდღიურად ნავთობის საზღვაო ექსპორტის 20% მოძრაობს.
ჩაშლილად: ამავე ინტერვიუში ტრამპმა პესიმისტურად შეაფასა მოკავშირეების ძალისხმევაში ჩართვის შანსები.
- "მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ დავეხმარებით საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი იგივეს იზამენ"- თქვა ტრამპმა.
- "რაც საჭირო იქნება" ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი.
- ამავე კონტექსტში ამერიკელმა პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა - "ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილები ვიყავით ნატოს მიმართ. ჩვენ არ ვიყავით ვალდებულნი დავხმარებოდით მათ უკრაინაში, რომელიც ჩვენგან ათასობით მილითაა დაშორებული, მაგრამ მაინც დავეხმარეთ. ახლა კი ვნახავთ დაგვეხმარებიან, თუ არა ისინი."
დიდი სურათი: ტრამპმა ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა ჩინეთსაც, რადგანაც მისი თქმით, ნავთობის იმპორტის 90%-ს სწორედ ამ სრუტის გავლით იღებს.
- ტრამპის თქმით, ამ კონტექსტში აზრს მოკლებული იქნება მისი და სი ძინფინგის სამიტამდე დალოდება, რომელიც თვის მიწურულსაა დაგეგმილი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე სამიტი შესაძლოა საერთოდაც გადაიდოს.
კონტექსტი: ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყო. ირანის საპახუსო ზომებს შორის ერთ-ერთი ჰორმუზის სრუტის ეფექტური ჩაკეტვა აღმოჩნდა.
- ამ დროისთვის განმავლობაში ნავთობის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე 45%-ით გაიზარდა და პირველად უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა.