ბაბიში: ტრამპის განცხადებები პოლიტიკური პროვოკაციაა, აშშ NATO-ში გვჭირდება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა NATO-ს შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჩაშლილად: პრემიერ-მინისტრმა ტრამპის განცხადებებს "პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდა.

  • "ხანდახან მისი ნათქვამის ერთადერთი მიზანი რეაქციის გამოწვევაა". - თქვა Euractiv-თან ინტერვიუში ბაბიშმა.

  • ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ალაინსისადმი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. "ჩვენ გვჭირდება აშშ NATO-ში". - აღნიშნა ბაბიშმა. 

  • ბაბიშის განმარტებით, დონალდ ტრამპი "ყოველდღე რაღაც ახალს იძახის".

კონტექსტი: 

  • ბაბიშის კომენტარამდე ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპმა ნატო-ს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და ალიანსიდან გასვლა არ გამორიცხა. ტრამპის ეს განცხადება, თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის საპასუხო იყო.

  • ტუსკმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ვაშინგტონმა, შესაძლოა, ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულოს.

  • პოლონეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ "მოსკოვმა NATO-ს სიმტკიცე შესაძლოა უახლოეს თვეებში გამოცადოს".
  • დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ირანის ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

მსგავსი სიახლეები