WaPo: ტრამპმა დაიფიცა, რომ სანამ პრეზიდენტია რუსეთი არ დაესხმება თავს ნატოს

ჰააგაში გამართული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპმა დაიფიცა, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს ნატოს წევრ ქვეყნებს სანამ ის პრეზიდენტია. 

State Of Play: ამის შესახებ Washington Post სამიტის შემაჯამებელ, ვრცელ მასალაში წერს - გაზეთის წყარო 3 ევროპელი დიპლომატია, რომლებიც დახურულ შეხვედრებს ესწრებოდნენ.

  • მათი ცნობით, ამგვარი პირობა ტრამპმა ძირითადი სესიის მიმდინარეობისას დადო, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართა.  
  • სამიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა, რომ პუტინის ტერიტორიული ამბიციები შესაძლოა უკრაინის მიღმაც ჰქონდეს. 

  • წყაროების შეფასებით, ტრამპი კმაყოფილი დარჩა სამიტზე შეთანხმებული ახალი დეკლარაციით, რომელიც თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. 

Big Picture: გეგმის მიხედვით, ალიანსის წევრებმა 5%-იან ნიშნულს 2035 წლისთვის უნდა მიაღწიონ - ამასთანავე აღნიშნული 5%-იდან 1.5% შესაძლოა მომიჯნავე სექტორებს მოხმარდეს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თავდაცვის ხარჯებში ჩაითვლება წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება. 

  • "ეს შესანიშნავია, ჰააგა განსხვავებული განცდით დავტოვე. მკაფიოა, რომ ამ ხალხს ძალიან უყვარს თავიანთი ქვეყანა, ეს აღარ არის ძარცვა და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ თავიანთი ქვეყნის დაცვაში"- თქვა ტრამპმა სამიტის დასრულების შემდეგ. 

Context: მასალაში ნათქვამია, რომ სამიტზე ტრამპის მიერ ნატოს მიმართ გაჟღერებული არაორაზროვანი და მტკიცე მხარდაჭერა საგრძნობლად განსხვავდება მისი რიტორიკისგან გასულ წლებში, როდესაც ის ალიანსის წევრებს არასაკმარისი ხარჯების გამო აკრიტიკებდა. 

მსგავსი სიახლეები