ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა ბრუნო კალმა Table Media-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. კალის თქმით, კრემლში არამხოლოდ განიხილავენ ასეთ ოპერაციას, არამედ აქტიური მზადებაც მიმდინარეობს - ამასთანვე BND-ს შეფი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მოქმედებები.
გაბრილიუს ლანდსბერგისის თქმით, თუ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჩერება ვერ მოხერხდა, ის ბალტიის რეგიონისა და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს დაესხმება თავს.