"EU-სკენ ვერ ივლი, როცა ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს"- 4 ქვეყნის მინისტრის განცხადებები

ცოტა ხნის წინ თბილისში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების პრეს-კონფერენცია გაიმართა. 

რეალპოლიტიკა წარმოგიდგენთ მთავარ აქცენტებს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებიდან

 

გაბრიელიუს ლანსბერგისი -  ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისში მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის დაფიქსირება და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ბრიუსელში მყოფი კოლეგების უკეთ ინფორმირებაა.

"ქართველ ხალხს სურს იმის გაგონება, რომ ევროკავშირი მათ გვერდით დგას."

ლანდსბერგისის თქმით, საქართველოში გამართული მრავალმხრივი შეხვედრების შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი კანონის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ მთავრობის მიერ მოწინააღმდეგებად მიჩნეული სამოქალაქო საზოგადოებაა. ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ვერასდროს გაწევრიანებოდნენ ევროკავშირში მსგავსი კანონებით. 

"კანონი უბრალოდ კი არ ართულებს ევროკავშირის გზას, ეს გზა უბრალოდ არ არსებობს."

ლანდსბერგისმა განმარტა, რომ მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო ვითარების გამოსასწორებლად და ასეთ შანსად პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს არ დაძლევა დაასახელა. საზოგადოებრივი მაუწყების მიერ დასმულ შეკითხვაზე არსებობს თუ არა შანსი, რომ უკვე მიღებული კანონში ცვლილებებით წინააღმდეგობა გადაილახოს, ლიეტუვის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა. 

"ევროკავშირისკენ სვლა შეუძლებელია, თუ ერთი ფეხი მოსკოვში გაქვს."

მარგუს ცახნა - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს მხოლოდ 2 გზა ან ევროკავშირისკენ, ან რუსული გავლენისკენ.

ცახნამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ამას ექნება შედეგები.

"ეს კანონი არის სიმბოლო იმ გზისა, რომელიც არა ევროკავშირისკენ არამედ მის წინააღმდეგ მიდის."

გარდა ამისა, ესტონელი მინისტრი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა. 

ცახნას თქმით, შალვა პაპუაშვილი არასწორად გადმოსცა შეხვედრის შინაარსი. 

"მან (პაპუაშვილმა) მოიტყუა ჩვენი პოზიციების შესახებ - ჩვენ არაფერზე დავთანხმებულვართ, ჩემი აზრით ეს არ არის კარგი პრაქტიკა მეგობრებს შორის."

მინისტრებს კითხვა დაუსვეს ე.წ. გლობალური ომის პარტიის შესახებაც, რასაც მათი მხრიდან სიცილი მოჰყვა და განაცხადეს, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

 

მსგავსი სიახლეები