ესტონეთი რუსეთთან თავდაცვის ხაზზე 600 ბეტონის ბუნკერს ააშენებს

ესტონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის შექმნას და 600 ბეტონის ბუნკერის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR 8 ივლისს წერს.

ახლა პროექტი პროტოტიპების შექმნის ეტაპზეა, გამოცდები სექტემბერში იგეგმება, ხოლო თავად თავდაცვითი ხაზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

ესტონეთის სახელმწიფო თავდაცვის საინვესტიციო ცენტრის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა კადი-კაი კოლომ განაცხადა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელმაც უნდა შექმნას ბუნკერების სამი განსხვავებული პროტოტიპი. ტესტების შემდეგ ისინი აირჩევენ ბუნკერების ტიპს, რომელიც მომავალში სტანდარტული გახდება. ამის შემდეგ იგეგმება ტენდერის ჩატარება ამ სტანდარტით მთელ თავდაცვის ხაზზე ბუნკერების მშენებლობაზე.

ბუნკერების მოთხოვნების შედგენისას გათვალისწინებული იყო უკრაინის ომის გამოცდილება. მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ შიგნით 10-მდე მებრძოლი განთავსდეს აღჭურვილობითა და კვების ადგილით.

ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნდა დამონტაჟდეს, მაგრამ თუ ქვეყნის თავდაცვის ძალები ჩათვლიან, რომ ზოგიერთი შენობის განთავსება კერძო მიწაზე იქნება საჭირო, მაშინ სახელმწიფო უწყებები მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებას დაიწყებენ.

გარდა ბუნკერების მშენებლობისა, თავდაცვის ხაზი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს და მავთულხლართებს. მათი დამონტაჟების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სამ თვეში იგეგმება, მომავალ წელს კი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ ბუნკერების მშენებლობაზე სამუშაოების დაიწყება.

მსგავსი სიახლეები