ლიეტუვა: უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაცია თავს ბალტიის ქვეყნებს დაესხმება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრილიუს ლანდსბერგისის თქმით, თუ რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჩერება ვერ მოხერხდა, ის ბალტიის რეგიონისა და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს დაესხმება თავს. მისი აზრით, რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის დროული მომზადებაა საჭირო.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტმა აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2.7%-მდე გაზარდა. ამას გარდა, საფრთხეების გათვალისწინებით, ლიეტუვა საყოველთაო გაწვევის შემოღებასაც განიხილავს.
გაბრილიუს ლანდსბერგისის განცხადებამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული საბრძოლო მასალისა და დაფინანსების მწვავე დეფციტის ფონზე, მოსკოვს შუძლია შეტევა განახორციელოს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე.
ნატოს უმაღლესი სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის აზრით, იმ ეპოქიდან, რომელშიც ყველაფერი კარგად დაგეგმილი, განჭვრეტადი და კონტროლირებადი იყო, გადაწყობა უნდა მოხდეს იმ ეპოქაზე, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. გარდა ამისა, ბაუერი აცხადებს, რომ მოკავშირეებმა გადარჩენისთვის მებრძოლი უკრაინის დასახმარებლად რადიკალურად უნდა შეცვალონ საკუთარი ქმედებები. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი საბჭოს შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასაბუთების პარალელურად, დღის წესრიგში დემოკრატიასთან დაკავშირებული საფრთხეები დგას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა პოზიციას იზიარებენ ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
„როდესაც მე 2017 წელს [ესტონეთის] თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ჩვენ რუსეთის საზღვარზე 100 000 ჯარისკაცი გვყავდა, რომლებიც ბრძანების მიღების შემთხვევაში, საბრძოლველად მზად იყვნენ. ბევრი მათგანი უკრაინაში წავიდა და ეს რაოდენობა აღარ არსებობს. პანიკაში არ ვარ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს შემდეგი კონფლიქტისთვის [ უკრაინის შემდეგ] მომზადება შეუძლია. შესაძლოა ის მზად 3-4 წელიწადში იყოს“, - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინსი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის დაფინანსების გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელება.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავახილოთ თვალები და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში. ჩვენ დარმწუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ უკრაინას იმ იარაღითა და საბრძოლო მასალით უზრუნველვყოფთ, რომელიც მათ სჭირდებათ“, - კრიშიანის კარინსი.