ალასკაში გამართულ შეხვედრაზე ტრამპი პუტინის ისტორიულმა ლექციამ გააღიზიანა

15 აგვისტოს ალასკაში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა ამერიკელი პრეზიდენტის წინადადებაზე სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე და სანაცვლოდ უკრაინის ისტორიაზე ვრცელი მონოლოგი დაიწყო. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების შეფასებით, პუტინის ისტორიულმა წიაღვსლამ ტრამპი გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმების მიზეზი. 

  • დონალდ ტრამპი პუტინს სთავაზობდა ყირიმის ანექსიის აღიარებას და ასევე უკრაინაზე ზეწოლას ფრონტის ზოგი მონაკვეთიდან ჯარების გაყვანის საკითხზე, თუმცა პუტინის პოზიცია კატეგორიული იყო. 

  • წყაროების ცნობით, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება თუ უკრაინა მთელ დონბასს დათმობს და კაპიტულაციაზე მოაწერს ხელს. 

ჩაშლილად: "ამის შემდეგ პუტინმა დაიწყო საუბარი უკრაინის ისტორიაზე, მათ შორის რიურიკოვიჩების დინასტიაზე, ასევე იაროსლავ ბრძენსა და ბოჰდან ხმელნიცკიზე. ეს ტრამპისთვის მოულოდნელი იყო და ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ აუწია ხმას და შეხვედრის ჩაშლითაც დაიმუქრა"- ნათქვამია მასალაში. 

  • წყაროების ცნობით, სწორედ ამ "ისტორიული ლექციის" ფონზე გადაწყვიტა დონალდ ტრამპა შეხვედრის დასრულება და დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმება. 

კონტექსტი: 16 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის რიგით მერვე სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა ახალი შეხვედრის გეგმის შესახებ. 

  • ტრამპის თქმით, შეხვედრა ბუდაპეშტში, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაიმართება - შეხვედრის გეგმას ადასტურებენ კრემლშიც. 

მსგავსი სიახლეები