ჩინეთში არმიის მეთაურების წმენდა გრძელდება - დაპატიმრებულია ვიცე მთავარსარდალი

ჩინეთში გრძელდება არმიის უმაღლესი რანგის მეთაურების წმენდა - ვიცე-მთავარსარდალთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიდევ 8 უმაღლესი რანგის ოფიცერი. 

ვითარების არსი: თანამდებებობიდან ფორმალურადაც გაათავისუფლეს გენერალი ჰე ვეიდონგი, რომელიც ცენტალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის უმცროსი მოადგილის პოსტს იკავებდა. 

  • ვეიდონგის გათავისუფლების შესახებ Financial Times ჯერ კიდევ აპრილში წერდა, თუმცა ბოლო ცნობებით გენერალი უკვე საპატიმროში გადაიყვანეს. 

  • ვეიდონგი სახალხო გამათავისუფლებელი არმიის (PLA) მეთაურთა ჯაჭვში ფორმალურად მესამე ადამიანი იყო - ფორმალური მთავარსდლის პოზიციას თავად სი ძინფინგი ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტით ითავსებს. 

  • წყაროების ცნობით, ეს გასული 60 წლის განმავლობაში ამხელა რანგის გენერლის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევაა. 

ჩაშლილად: გარდა ამისა ვეიდონგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრიც იყო. 

  • "ვეიდონგის გადაყენება PLA-ის ხელმძღვანელობაში განხორციელებული უმსხვილესი საკადრო ცვლილებაა. არსებობდა ვარაუდი, რომ ის მომდევნო წლებში ცენტრალურ სამხედრო საბჭოს სი ძინფინგის პირველი მოადგილე გახდებოდა"- ამბობს Financial Times-სთან საუბარში ლაილ მორისი, ჩინეთის არმიის საკითხების ექსპერტი. 

  • საყურდღებოა, რომ ვეიდონგი ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში გამართული ყრილობის დროს დააწინაურეს. 

დიდი სურათი: კომენტატორების შეფასებით, მიმდინარე საკადრო გადაადგილებები სი ძინფინგის ანტი-კორუფციული კამპანიის გააქტიურებას უკავშირდება, რომლის ინტენსივობაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მხოლოდ იზრდება. 

  • წყაროების ცნობით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიის მტკივნეული მარცხების ფონზე სი ძინფინგმა არმიაში კორუფციის სრულად აღმოფხვრა გადაწყვიტა. 

  • თანამდებებოდიდან გათავისუფლებს შორისაა ცენტრალური სამხედრო საბჭოს კიდევ ერთი წევრი გენერალი მიაო ჰუა. 

  • თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებული ოფიცრები ასევე გაირიცხნენ კომუნისტური პარტიიდანაც და მათი საქმეები სამხედრო პროკურატურას გადაეცა. 

  • თანამდებობიდან გათავისუფლებული 9 ოფიცერიდან 8 პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები იყვნენ, რომელიც გავლენით მხოლოდ პოლიტბიუროსა და პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტს ჩამოუვარდება. 

კონტექსტი: საკადრო ცვლილებების შესახებ ცენტრალური კომიტეტის სხდომის მოახლოების ფონზე გამოცხადდა, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება და რომელზეც მომდევნო ხუთწლედის გეგმა უნდა განიხილონ. 

მსგავსი სიახლეები