ჰეგსეთის თქმით, ზავზე უარის შემთხვევაში ომის გაგრძელების ფასს რუსეთი გადაიხდის

ამერიკის შეერთებული შტატების ომის (ყოფილი თავდაცვის) მდივნის თქმით, ზავზე უარის შემთხვევაში ომის გაგრძელების საფასურის გადახდა სწორედ რუსეთს მოუწევს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ პიტ ჰეგსეთმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე თავის მისალალმებელ სიტყვაში განაცხადა. 

  • ჰეგსეთის თქმით, ვაშინგტონი და მოკავშირეები მზად არიან გაზარდონ წნეხი რუსეთზე რათა დააჩქარონ ომის დასრულება. 

  • "თუ კი ჩვენ მოგვიწევს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ომის სამინისტრო მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი, რამდენადაც ამის გაკეთება მხოლოდ შეერთებულ შტატებს ძალუძს"- განაცხადა ჰეგსეთმა. 

კონტექსტი: ამავე გამოსვლაში ჰეგსეთმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა მაქსიმალურად გააქტიურდნენ PURL-ის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ევროპელი პარტნიორები უკრაინისთვის ამერიკელ შეიარაღებას ყიდულობენ. 

  • "ჩვენი მოკავშირეები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების სინონიმია. ამიტომაც შესანიშნავი დროა, ნატოს თითოეულმა წევრმა თავისი სიტყვები მოქმედებებში ასახოს და გაზარდოს ინვესტირება PURL-ის ფარგლებში"- განაცხადა ჰეგსეთმა. 

  • აშშ-ს ომის მინისტრის თქმით, ნატოელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის შეიარაღების კუთხით ახალი ვალდებულებები "წარმოუდგენლად ძლიერი" სიგნალი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის. 

 

მსგავსი სიახლეები