24 თებერვალს რუსულმა სამთავრობო მედიებმა ომის მეოთხე წლისთავი არ ახსენეს
24 თებერვალს რუსეთის სამთავრობო არხებზე ომის მეოთხე წლისთავი არ უხსენებიათ.
ჩაშლილად: სამთავრობო არხებზე იმ სიუჟეტებშიც კი, რომლებიც ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ეხებოდა, არ იყო ნახსენები რას უკავშირდებოდა ეს ღონისძიებები.
- გარდა ამისა, რუსეთის "პირველ არხზე" უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სიტყვა დაარედაქტირეს, რომელშიც ომის წლისთავი იყო ნახსენები.
- "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კიევთან ურთიერთობის ასპექტებს ეხებოდა. მეორე სიუჟეტის მთავარი გმირი ვლადიმირ პუტინი იყო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის კოლეგიას შეხვდა. მესამე სიუჟეტი ეხებოდა მოსკოვში, საველოვის ვაგზალზე მომხდარ აფეთქებას.
- მხოლოდ მეოთხე სიუჟეტი იყო ომის შესახებ, რომელშიც "ზელენსკის ბუნკერი", "დასავლური რუსოფობიის ბუდე" და მსგავსი პროპაგანდისტული ტერმინები იყო ნახსენები.
- "პირველი არხის" მსგავსად, 10-წუთიანი სიუჟეტი ომზე ტელეარხ "როსიაზე 1"-ზე გავიდა, სადაც ასევე არ იყო ნახსენები ოთხი წელი.
სიღრმისეულად: კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გახდა ერთ-ერთი გამონაკლისი იმ რუსი ოფიციალური პირებიდან, რომელთაც ომის წლისთავზე კომენტარი გააკეთეს.
- "რუსეთიც და რუსეთის მოქალაქეებიც გასულ ოთხ წელიწადში ძალიან შეიცვალნენ". - თქვა პესკოვმა სამთავრობო ტელევიზიების ეთერში.
- კრემლის სპიკერის სიტყვები ტელევიზიებში არ განუმარტავთ.