ტრამპი: პუტინთან საუბრის დროს ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე

ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმე საათით ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბარი შეაფასა და თქვა, რომ ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ენდრიუსის ავიაბაზაზე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - მან კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება განგრძობადი ომით. 

  • ჟურნალისტის კითხვას მოახლოვდა, თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღევანდელი საუბრის შემდეგ ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "არა, მე მასთან (რედ. ვლადიმირ პუტინთან) ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე, ვერანაირს."

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან ერთად სხვა საკითხებიც მათ შორის ირანში განვითარებული მოვლენებიც - "ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზეც, მაგრამ მე არ ვარ ბედნიერია ამით." 

Big Picture: ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეუწყვეტია. 

  • "ჩვენ არ შეგვიწყვეტია შეიარაღების გადაცემა, ჩვენ ვაწვდით მათ შეიარაღებას, ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ და მათი დახმარება გვინდა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია შეიარაღების გადაცემა, მაგრამ ბაიდენმა იმდენი იარაღი გადასცა, რომ პრაქტიკულად დააცარიელა ქვეყანა, ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი შეიარაღება გვაქვს ჩვენთვის."

Context: 3 ივლისს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის რიგით მეექვსე ოფიციალური სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის 1 საათს გრძელოდებოდა. 

  • საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ტრამპმა კიდევ ერთხელ წამოაყენა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი აგრძელებს კონფლიქტის პოლიტიკური, დიპლომატიური მოგვარების გზების ძიებას. 

  • ამასთანავე უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ "რუსეთი არ იტყვის უარს საკუთარ მიზნებზე, რომელიც უკრაინასთან კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარებას გულისხმობს." 

მსგავსი სიახლეები