"ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის თანხმობით კონგრესი უახლოეს მომავალში დაძრავს მყარი 2-პარტიული მხარდაჭერის მქონე აქტს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრის დასასრულებლად პრეზიდენს მეტ ბერკეტს მისცემს"- წერს გრემი.
ახალი აქტის პარალელურად გრემი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ წინ წაწიონ მათ მიერ რამდენიმე თვის დარეგისტრირებული კიდევ ერთი აქტის მიღების პროცესი, რომელიც რუსული ენერგორესურსების შემსყიდველი ქვეყნებისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Semafor ავრცელებს - აქტის განხილვისა და მიღების გადადების მიზანი ირან-ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენები და სენატის გადატვირთული გრაფიკია, რომელმაც მომდევნო კვირაში ტრამპის დიდი საგადასახადო კანონი უნდა განიხილოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - საუბარია ლინდსი გრემისა და მისი დემოკრატი კოლეგის, რიჩარ3დ ბლუმენტალის ინიციატივაზე, რომელიც რუსული ნავთობის შემსიდვლი ქვეყნებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს და რომელსაც ჰყავს უკვე 82 მხარდამჭერი.
ამის შესახებ დელეგაციის ლიდერებმა, სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატიული პარტია) და ლინდსი გრემმა (რესპუბლიკური პარტია) ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრაზე განაცხადეს.