121 ევროპარლამენტარი სომეხი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროკომისარ ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელის წერილით მიმართეს, სადაც აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნაზეა საუბარი. 121 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აზერბაიჯანი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაშია დადანაშაულებული, რაც საომარი ვითარების გარდა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აყვანილ ტყვეებში გამოიხატება. 

ევროპარლამენტარების მტკიცებით, სომხეთმა ყველა აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა, რასაც საპირისპირო ნაბიჯი დღემდე არ მოყოლია. წერილში ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანელების მიერ ტყვედ აყვანილი სომხების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა საუბარი ეხება დაახლოებით 72 ადამიანს, რომელსაც აზერბაიჯანის მხარეც ადასტურებს, აგრეთვე 112 პირს, რომელზეც აზერბაიჯანელები არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან და დამატებით 61 სომხეთის მოქალაქე, რომელთა პატიმრობაში ყოფნასაც აზერბაიჯანული მხარე არ აღიარებს, მაგრამ ამის საპირისპიროდ, არსებობს კონკრეტული ფაქტები, რაც მოცემულ ინფორმაციას ეჭვის ქვეშ აყენებს.

წერილის შედგენის ინიციატორები ევროპული კომისიის წევრები - ფრანსუა ქსავიერ-ბელამი, ანდრეი კოვაჩევი და ლუკა ფურლა არიან. ფრანგი დეპუტატის, ფრანსუა ქსავიერ-ბელამის განცხადებით, მათ ყველაფერი უნდა იღონონ იმისთვის, რომ პატიმრები აუცილებლად გათავისუფლდნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები