2020 წელს Forbes-ის სიაში მყოფი მილიარდერების ჯამური ქონება $5 ტრილიონით გაიზარდა

გამოცემა Forbes-ის სიაში შემავალი მილიარდერების ჯამური ქონების მოცულობა 2020 წლის განმავლობაში 5.1 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 13.1 ტრილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2019 წლის მიწურულს, იგივე მაჩვენებელი 8 ტრილიონ დოლარს უტოლდებოდა. მილიარდერების ჯამური რიცხვი 660-ით გაიზარდა და ამ დროისთვის მსოფლიოში 2755 ადამიანია, რომლის ქონების ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს რეიტინგის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

2021 წლის მილიარდერთა რეიტინგში სულ 493 ახალბედა აღმოჩნდა, აქედან 210 ჩინეთიდან, ხოლო 98 აშშ-დანაა. მილიარდერთა რაოდენობის სწრაფი ზრდის მიზეზად გამოცემაში ათეულობით კომპანიის მიერ ბირჟაზე აქციების წარმატებულ განთავსებასა და კრიპტოვალუტების მკვეთრ გაძვირებას ასახელებენ. 

ყველაზე მეტი, 724 მილიარდერი კვლავინდებურად აშშ-ში ცხოვრობს. ამერიკელი მილიარდერების ქონებას გამოცემა 4.4 ტრილიონი დოლარით აფასებს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 1.5 ტრილიონი დოლარით აღემატება. 626 მილიარდერი ცხოვრობს ჩინეთში, თუმცა მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, თუ ჰონგ-კონგს მატერიკული ჩინეთის შემადგენლობაში შევიყვანთ, სადაც 76 მილიარდერი ცხოვრობს. ჩინეთში მცხოვრები მილიარდერების ქონების ჯამური მოცულობა 2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 1.3 ტრილიონი დოლარით მეტია. 

წლევანდელ რეიტინგში მილიარდერთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი ინდოეთმა დაიკავა, რომელმაც პოზიცია გერმანიას გაუცვალა. გამოცემის მონაცემებით ინდოეთში სულ 140 მილიარდერი ცხოვრობს. რაოდენობის ზრდის მიუხედავად გერმანელი მილიარდერების ქონების ჯამური მოცულობა 626 მილიარდი დოლარი, კვლავ აღემატება ინდოელი მილიარდერებისას 596 მილიარდერი.

სიის მეხუთე ადგილს 2019 წლის მსგავსად კვლავ რუსეთი იკავებს, სადაც გამოცემის ინფორმაციით სულ 117 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა ქონების ჯამური მოცულობაც 199 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

 

მსგავსი სიახლეები