2024 წლის ოლიმპიადაში რუსებისა და ბელორუსების მონაწილეობას 35 ქვეყანა ეწინააღმდეგება
35 სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ, ერთხმად მოითხოვეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების გამოთიშვა.
ამის შესახებ 10 თებერვალს, ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა იურგიტა შიუგჟდინენემ განაცხადა.
"ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ არ დაგვჭირდება ბოიკოტი, რადგან ყველა ქვეყანა ერთსულოვანია." - ციტირებს Reuters შიუგჟდინენეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მონაწილეობდა ონლაინ შეხვედრაში, 35 ქვეყნის სპორტის მინისტრების მონაწილეობით, სადაც განიხილეს რუსებისა და ბელორუსების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაშვების საკითხი.