7 მილიონ ავსტრალიელს ახალი ლოქდაუნი დაუწესდა
კორონავირუსის ინდური შტამის სწრაფი გავრცელების შემდეგ ავსტრალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქ მელბურნში მეოთხე ლოქდაუნი დააწესოს.
ავსტრალიის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში და ვიქტორიის შტატში 7 დღიანი ლოქდაუნი ხუთშაბათს დაიწყება. ვიქტორიის მოქმედმა პრემიერმა, ჯეიმს მერლინომ განაცხადა: “სანამ რამე არ შეიცვლება, ეს უფრო მეტად უკონტროლო გახდება.”
მელბურნში ახალი კლასტერი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინდოელმა ტურისტმა სასტუმროში მყოფები დააინფიცირა.
კლასტერში თავიდან 26 ადამიანი იყო, თუმცა მათი კონტაქტების ჯამი 10,000-მდე ადის. ლოქდაუნისას სკოლები, კაფეები და რესტორნები დახურული იქნება.
ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობებით, ქვეყანაში 3.9 მილიონი ადამიანი აიცრა. სულ ავსტრალიის მოსახლეობაა 26 მილიონია.