A-50-ის დაკარგვა რუსული ავიაციისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია - ბრიტანული დაზვერვა
ადრეული გამაფრთხილებელი და საკონტროლო თვითმფრინავის, A-50-ის დაკარგვა, მნიშვნელოვანი ზიანია რუსეთისთვის, რადგან ის ძალზე მნიშვნელოვანია საჰაერო ოპერაციებისთვის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ A-50 არის რუსული ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის საჰაერო პლატფორმა. მისი როლი არის საჰაერო სურათის შექმნა და საბრძოლო დავალებაზე მყოფი ავიაციის მოქმედებების კოორდინაციის უზრუნველყოფა.
"თვითმფრინავის დაზიანება ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თუმცა, A-50-ის დაკარგვა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ის გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსულ საჰაერო ოპერაციებში, საჰაერო სივრცის სრული სურათის მისაღებად", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, თუ A-50 მართლაც ძალიან დაზიანებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია, რადგან რუსეთს მხოლოდ ექვსი ასეთი თვითმფრინავი აქვს შეიარაღებაში და ეს კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საჰაერო ოპერაციებს.