ბრიტანეთმა რამდენიმე კვირის წინ უკრაინას ათობით Storm Shadow-ს რაკეტა გადასცა
Bloomberg-ის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას კიდევ რამდენიმე ათეული შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow გადასცა. მათი მიწოდების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Storm Shadow-ები უკრაინას ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადაეცა.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა ოპერაციული უსაფრთხოების მიზნით უარი თქვეს გაგზავნილი რაკეტების რაოდენობისა და მათი გადაცემის დროის დასახელებაზე.
სააგენტო აღნიშნავს, რომ რაკეტები უკრაინამ მანამდე მიიღო, ვიდრე შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მთავრობები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტმაზე შეზღუდვა მოეხსნათ.
Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ფედერაციაში სამიზნეების წინააღმდეგ გასულ კვირას პირველად გამოიყენა, ამერიკული ATACMS-ების გაშვების მეორე დღეს.
გამოცემამ 20 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ პირველად დაბომბა რუსეთის ტერიტორია Storm Shadow/SCALP-EG-ის რაკეტებით.